ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი

,,ბაღის ფრინველთა საათი"

      გარემოს დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ახორციელებს გარემოსდაცვით საგანმანათლებლო კამპანიას - ,,ბაღის ფრინველთა საათი“, სადაც მე და ჩემი მოსწავლეები აქტიურად ვიყავით ჩართულები. ფრინველებზე დაკვირვების შედეგები გავგზავნეთ გარემოს დაცვის სამინისტროში შემდეგ ვებ-გვერდზე: http://biomonitoring.moe.gov.ge/frinvelebi
    ბაღის ფრინველთა საათის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბიომრავალფეროვნებასა და ჩვენი საარსებო გარემოსათვის მისი მნიშვნელობის შესახებ. ბაღის ფრინველთა საათი ახდენს საზოგადოებაში ბუნებრივი გარემოს ფასეულობების (მათ შორის ესთეტიურის) შექმნას და შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში, გარემოს მიმართ ადამიანის მართებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, კამპანია ხელს უწყობს იმ მჭიდრო კავშირის უკეთ აღქმა-გაცნობიერებას, რომელიც ბუნებრივი გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის კეთილდღეობას შორის არსებობს.
კამპანიის კონკრეტული ამოცანებია:
·         საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველების შესახებ ცოდნის გაღრმავება
·         ახალგაზრდებში ადგილობრივი ფაუნის უკეთ შეცნობის ინტერესის გაღვივება ბუნებასთან მათი დაახლოების მიზნით
·         ფრინველებზე დაკვირვების (.. „ბერდვოჩინგის) პოპულარიზაცია საქართველოში


პრეზენტაცია მოსწავლეთა მოსამზადებლად.
(საქართველოში ფართოდ გავრცელებული ფრინველები)








Комментариев нет:

Отправить комментарий