პროექტები


პროექტი-,,ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი-არაფერია"

3-კვლევა (ვიზიტი ექიმთან, სპორტის მასწავლებელთან, ბიოლოგიის მასწავლებელთან, კლასის დამრიგებელთან და მაღაზიაში. სამწუხაროდ მაღაზიაში გადაღებული ვიდეო მასალა წამეშალა და ვერ ავტვირთე).











4-პრეზენტაცია

 


 5-პროექტის ამსახველი ფოტოები













საინფორმაციო ბუკლეტი




პროექტი - ,,ჩვენ გვიყვარს ბუნება"


თემა
,,ჩვენ გვიყვარს ბუნება“
ღონისძიების ფორმა
 ვიქტორინა
დისციპლინა
ბუნება
სწავლების  საფეხური
IV-კლასი
პედაგოგი
ნანა სააკაშვილი
პრობლემა:
მოსწავლეებმა შეისწავლეს ე.ს.გ-ით გათვალისწინებული ბუნებისმეტყველების გარკვეული ნაწილი, რომელიც იყო საკმაოდ ვრცელი და ამის გამო მათ ვერ შეძლეს მათი რეალიზება, რაც გამოწვეული იყო დროის სიმცირის გამო.
მიზანი:
                     მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის უკეთ ათვისება და მათი რეალიზება სახალისო და საინტერესო აქტივობების გამოყენებით, ახალი იდეების ჩამოყალიბება, ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება, ისტ-ის წიგნიერება.
                განხორციელების გზები:

1)      ინფორმაციის მოძიება
2)      თვალსაჩინოებების შექმნა
3)      სლაიდების გაკეთება
4)      დასკვნითი ღონისზიებები: პრეზენტაცია, გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა და დაჯილდოვება.

რესურსები:
თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, წებო, კალამი, კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული  კამერა, ადამიანური.


პროექტის აღწერა:
ვიკვლევთ არსებულ პრობლემებს, ვქმნით ჯგუფებს, ვაანალიზებთ და მივდივართ დასკვნამდე, რომ საჭიროა მოსწავლეების მუშაობა სახალისო აქტივობებით და წახალისების გზით.


პროექტის განხორციელების ვადები:
1-სემესტრი (შემაჯამებელი სამუშაო)
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:

            ბუნ:IV.1 მოსწავლეს შეუძლია ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე აღწერს იმ ცვლილებებს, რომლებსაც სხვადასხვა მცენარე განიცდის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
ბუნ:IV.4 მოსწავლეს შეუძლია მაგნიტის მოქმედების აღწერა.
აკვირდება ორი მაგნიტის პოლუსების ურთიერთქმედებას. განასხვავებს მაგნიტის მიერ სხეულების მიზიდვას პოლუსებთან და მის სხვა ნაწილებთან.
ბუნ:IV.6 მოსწავლეს შეუძლია ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტქბის აღწერა.
ფერის მიხედვით ანსხვავებს  წყალსა და ხმელეთს გლობუსსა და რუკაზე, აღწერს გეოგრაფიულ ობიექტებს, მათ შემადგენელ ნაწილებსა და მახასიათებლებს.
ბუნ:IV.7  მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.

ადარებს სხვადასხვა ხალხის ადრინდელ წარმოდგენებს დედამიწის ფორმის შესახებ, აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მოგზაურებზე და მათ აღმოჩენებზე, იყენებს კოსმოსიდან გადაღებულ სურათებს და აღწერს მათ.
ბუნ:IV. 8 მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა.
ხატავს პლანეტებს და თანმიმდევრულად განალაგებს მზიდან დაშორების მიხედვით, აღწერს აღჭურვილობას და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ კოსმონავტები.
                 
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები

·           მონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი ექსპერიმენტის, საინფორმაციო წყაროების საშუალებით;კვლევის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდის გამოყენება;
·           სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება;

·           გამოსაკვლევი საკითხის შესახებ  კითხვების დასმა;
·           ობიექტების კლასიფიკაცია მათი მახასიათებლების მიხედვით;
·           რაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა, მათი ორგანიზება და  პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა;
·           დამოუკიდებელი აზროვნების უნარის გაღრმავება, რათა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ან სხვათა მონაცემებით მანიპულირება, ახალი ან შეცვლილი სიტუაციის შედეგების წინასწარ განჭვრეტა, ჰიპოთეზის გამოთქმა, ექსპერიმენტული მოდელის შექმნა;
·           პროექტის მომზადება, წარმართვა და დაცვა ფართო აუდიტორიის წინაშე.


პროექტის შედეგი:
მიღწეულია რადგან მოსწავლეები გავიდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე.

პროექტის ამსახველი ფოტოები











გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა




წერილობითი ანგარიში
I-სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო მიმდინარეობდა ვიქტორინის სახით, სადაც მოსწავლეები დაყოფილები იყვნენ 5-ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ქონდა თავისი დავალება, რომელზედაც უნდა გაეცათ პასუხი და შემდეგ წარმოედგინათ პრეზენტაცია, რომელსაც ქულებით აფასებდა ჟიური. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: სკოლის სასწავლო ნაწილი-ნონა კობიაშვილი, დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი-თამუნა პაპოშვილი და ბიოლოგიის მასწავლებელი-შორენა მელექსიშვილი. მათი შეფასების რუბრიკის დახმარებით დაწერილი თითოეული ქულა მაძლევს საშუალებას, მოსწავლეებთან გავზარდო ნდობა ჩემს მიერ დაწერილ თითოეულ ნიშანზე. ამავე დროს, მოსწავლეებსაც ეძლევათ შესაძლებლობა ადეკვატურად შეაფასონ საკუთარი ცოდნა.
     ვიქტორინა დაიწყო სახალისო აქტივობებით. განსაკუთრებით ყურადღება იქნა გამახვილებული მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე საჭირო რესურსების გამოყენებით. გამოყენებულმა სტრსტეგიებმა დადებითი გავლენა იქონია მოსწავლეთა ჩართულობაზე და მათ პროდუქტიულ ინტერაქციაზე. მათ უკეთესად გაართვეს თავი მოცემულ მასალას, რის შედეგადაც ხელი შეეწყო ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა ახალი იდეების ჩამოყალიბება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება, ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება, ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიზნის მისაღწევად, ისტ-ის წიგნიერება.
     მუშაობის პროცესში ყველაზე უკეთ მაინც გამოვკვეთავდი სლაიდებზე მუშაობას, რომელიც უფრო მეტად სახალისო და საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის, ერთი სული ქონდათ ამოეცნოთ სურათები და ემსჯელათ მის შესახებ. არანაკლებ საინტერესო და სახალისო იყო სქემების სახით წარმოდგენილი დავალებები, კროსვორდი, ჩასვით გამოტოვებული სიტყვები. ააწყეთ კვების პირამიდა, გააფერადეთ ობიექტების ნაწილები, დაალაგეთ თანმიმდევრობით და ა.შ.
      მე პირადად კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით, რადგან მოსწავლეებმა მიაღწიეს ე.ს.გ-ით განსაზღვრულ შედეგებს, განსაკუთრებით არწივების ჯგუფმა, რომელმაც დაიკავა I-ადგილი, დრაკონიII-ადგილი, ვეფხვებიIII -ადგილი, მტრედებიIV -ადგილი და ლომები V-ადგილი.
      ვეცდები მომავალში უფრო მეტად საინტერესო და სახალისო პროექტები დავგეგმო, რათა მოსწავლეები უფრო მეტად აქტიურები იყვნენ. განსაკუთრებით გავაძლიერებდი ისტ-ის გამოყენებას, რაც ნაკლებად ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის, რადგან  IV- კლასის მოსწავლეებს არ აქვთ ბუკები და ელექტრონულად ვერ ვუკავშირდები მათ. ვარ მოტივირებული იმისთვის, რომ მეტი ვიმუშავო, შეძენილი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო კოლეგებს და მათგანაც მოვისმინო სიახლეები და რჩევები, რომელსაც გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
მადლობთ ყურადღებისთვის!








პროექტ-გაკვეთილი
დისციპლინა: ბუნება.
სწავლების საფეხური - V.
განხორციელების დრო: 2-კვირა.
თემა:პირველადი სამედიცინო დახმარება.
პროექტის მთავარი იდეა: როგორ გადავარჩინოთ სიცოცხლე? როგორ შევუნარჩუნოთ ადამიანს ჯანმრთელობა?
მიზანი: ექსტრემალურ სიტუაციაში, დაბნევის გარეშე დაზარალებულისთვის სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენა და შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში გამოირიცხოს შემთხვევის ფატალური შედეგით დასრულება.
რესურსები: ბინტი, იოდი ან სპირტი, ბამბა, ლეიკოპლასტი, ყინულიანი პარკი, რეზინის ლახტი ან ზონარი, სუფთა საფენი, წყალი, საპონი, თასი ჭრილობის მოსაბანად, არტაშანი, რბილი ნაჭერი.
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
ბუნ.V.9.მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ავლენს პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარული წესების ფლობას (მაგ., მსუბუქი ჭრილობების დამუშავება, დაზიანებული კიდურების დაფიქსირება, სისხლდენის შეჩერება) სიმულაციური თამაშის დროს;
კლასის ორგანიზება: ჯგუფები.      
აქტივობათა თანმიმდევრობა:
1)   ჯგუფური მუშაობა - 30 წთ.
I-ჯგუფი: პირველადი დახმარება მცირე ჭრილობის დროს.
II-ჯგუფი: პირველადი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს.
III-ჯგუფი: პირველადი დახმარება ვენური და არტერიული სისხლდენის დროს.
IV-ჯგუფი: პირველადი დახმარება დაჭიმვისა და ამოვარდნილობის, მოტეხილობის დროს.
2)   კედლის გაზეთის პრეზენტაცია - 10 წთ.
3)   შეფასება - 5 წთ (მასწავლებლის შეფასება და თვითშეფასება).
             ამ პროექტის შედეგად ჩვენ მივიღებთ ადამიანთა თუნდაც პატარა ჯგუფს, რომელსაც შეეძლება გამოძახული სასწრაფო დახმარების მოსვლამდე სასიკეთოდ
შეცვალოს მოცემულ სიტუაციაში არსებული არც თუ სახარბიელო რეალობა.

(სამწუხაროდ ამ პროექტის ამსახველი ფოტოები და ვიდეომასალა წამეშალა და მხოლოდ ეს ფოტოები შემომრჩა)









Комментариев нет:

Отправить комментарий