ტრენინგის სახელწოდება: თვალსაჩინოების გამოყენება გეოგრაფიის სწავლებაში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქალაქი თელავი - № III საჯარო სკოლა
ტრენერი: ქეთევან გიორგაძე
დრო: 2013წლის მაისი
ხანგრძლივობა: 16 საათი
მიზანი და ამოცანა: თვალსაჩინოებების (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი) შექმნა, კითხვა და ანალიზი, გეოგრაფიული ინფორმაციის მოპოვება ინტერაქტიული სწავლების მეთოდებით, რომელიც დაგვეხმარება ინფორმაციის უკეთ გააზრებაში.
რეზიუმე: ტრენინგი დაიწყო სახალისო აქტივობებით და განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებული იქნა რესურსების გამოყენებაზე და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე საგაკვეთილო პროცესის დროს, რის საფუძველზეც ჩვენ თვალსაჩინოდ დავინახეთ თუ რა დიდი ყურადღების გამახვილება მართებს მასწავლებელს ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებზე და რამდენად მნიშვნელოვანია ყველაფრის გათვალისწინება გაკვეთილის დაგეგმის დროს.
ტრენინგის განმავლობაში განხილული იქნა რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, რათა პრაქტიკული დახმარება გაეწიათ გაკვეთილების ახალი მოთხოვნების შესაბამისად წასამართად. მოგახსენებთ, ტრენინგის დროს გამოყენებული სასწავლო რესურსების ჩამონათვალი და მათი გამოყენების შესაძლებლობები ძალიან ვრცელია და ჩვენი საგანი მათი თავდაპირველად გამოსაყენებელი რესურსების ბანკის შესაქმნელად და ახლებურად გაკვეთილების დასაგეგმად, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეზე და მის მიერ მიღწეულ შედეგებზე დიდი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ამგვარი გაკვეთილების ჩატარების შემდეგ მიმაჩნია, რომ მასწავლებლები თავად ვიგრძნობთ განსხვავებას, რაც გამოხატული იქნება საგნისადმი როგორც მოსწავლეთა ინტერესის ამაღლებით, ისე მიღწეული შედეგების ხარისხით. მოსწავლეები მეტად განივითარებენ უნარ-ჩვევებს, განხილული თემებიც უფრო ,,ცოცხალი“ იქნება. ამ ტრენინგის გავლის შემდეგ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ახალი მოთხოვნების შესაბამისად გაკვეთილის ჩასატარებლად მასწავლებელს დასჭირდება საგნის სწავლებას მიუდგეს შემოქმედებითად. საკუთარი სასწავლო მიზნის მისაღწევად მან შეიძლება გამოიყენოს უამრავი საგანი (მოდელების შესაქმნელად, რესურსებისა და მათ გამოყენებას შორის მიმართების დასადგენად და სხვა), ასევე საინფორმაციო მედია საშუალებები (როგორებიცაა რუკა, ფოტო, გრაფიკი, სქემა, ცხრილი...). ამგვარი რესურსების გამოყენება მოსწავლეს გაუზრდის სწავლისადმი მოტივაციას.
ტრენინგი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
მადლობთ ყურადღებისთვის!
ტრენინგის სახელწოდება: საზოგადოებრივი და გლობალური გეოგრაფია
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქალაქი თელავი-№ III საჯარო სკოლა
ტრენერი: ხათუნა ჯიმშიაშვილი
დრო: 2013 წლის მაისი
ხანგრძლივობა: 24 საათი
მიზანი და ამოცანა: საზოგადოებრივი და გლობალური გეოგრაფიის სწავლების თავისებურებების გათვალისწინება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, თეორიული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან მისადაგება, ახალი მიდგომების დანერგვა, პედაგოგების მომზადება სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის.
რეზიუმე: ტრენინგის პროგრამა განკუთვნილი იყო საზოგადოებრივი და გლობალური ზოგადსაკაცობრიო პრობლემების მიმართ, როგორიცაა ეროვნებათშორისი, პოლიტიკური, კულტურული, ზნეობრივი და სხვა სახის ურთიერთობები.
დასაწყისისთვის მინდა ავღნიშნო, რომ აღნიშნული ტრენინგის შინაარსობრივი მხარე იმდენად მდიდარი იყო, რომ უამრავის ჩამოთვლა მომიწევს:
v ბლუმის ტაქსონომია
v მასლოუს იერარქია
v ეროვნული სასწავლო გეგმა
v საზოგადოებრივი მეცნიერებების (გეოგრაფიის) პედაგოგის კომპეტენციის ჩარჩო (სტანდარტი)
v სწავლა-სწავლებით
v შეფასების რუბრიკები
v გაკვეთილის დაგეგმა
ჩემს მიერ ჩამოთვლილი აქტივობებიდან, როგორიცაა გაკვეთილის დაგეგმა, ეროვნული სასწავლო გეგმა და შეფასების რუბრიკები უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით ჩამომიყალიბდა ახლებური ხედვა. კერძოდ შეფასების რუბრიკის დახმარებით დაწერილი თითოეული ნიშანი მაძლევს საშუალებას მოსწავლეებთან გავზარდო ნდობა ჩემს დაწერილ თითოეულ ნიშანზე. ამ შეფასების რუბრიკის გამოყენებით მოსწავლეებსაც ეძლევათ შესაძლებლობა ადეკვატურად შეაფასონ საკუთარი ცოდნა. შეფასების რუბრიკები ზრდის მასწავლებლის შეფასების ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა სანდოობა, ვალიდურობა და გამჭვირვალობა.
ტრენინგზე ვმუშაობდით ჯგუფებში, თითოეულ ჯგუფს გვევალებოდა მოცემული დავალების შესრულება და პრეზენტაცია. ტრენინგის მიმდინარეობის დროს ტრენერი აქტიურად იყენებდა კომპიუტერს (სლაიდ შოუს), როგორც სასწავლო რესურსს, ამავე დროს ყურადღებას ამახვილებდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადსაკაცობრიო ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასიათის პრობლემები, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეს განსაზღვროს თავისი ადგილი სოციალურ, ბუნებრივ, კულტურულ და ეროვნულ სტრუქტურაში.
მოკლედ, ახლად შესასწავლ საკითხებს შორის ყველა თემის აქტიურად გამოყენება მიწევს საგაკვეთილო პროცესში.
ტრენინგი ძალიან საინტერესო და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას გავუზიარებ ჩემს კოლეგებს.
დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. მადლობთ ყურადღებისთვის!
ტრენინგის სახელწოდება: ბუნებისმეტყველების სწავლება
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქალაქი-გურჯაანი №II საჯარო სკოლა
ტრენერი: რუსუდან ახვლედიანი
დრო: 2013წლის მაისი-ივნისი
ხანგრძლივობა: 24 საათი
მიზანი და ამოცანა: ბუნებისმეტყველების სწავლების თავისებურებების გათვალისწინება, ცნობიერების ამაღლება, ახალი მიდგომების დანერგვა, პედაგოგების მომზადება სასერთიფიკაციო გამოცდებისათვის.
რეზიუმე: ტრენინგის პროგრამა განკუთვნილი იყო ბუნებისმეტყველების ცნობიერების ამაღლებაზე. დიდი ყურადღება დაეთმო მოსწავლეებში ბუნების შესწავლის ძლიერი მოტივაციის შექმნას, გარემოსდაცვითი შეგნების ჩასახვას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის, გაკვირვებისა და აღმოჩენა-შესწავლის გზით გამოწვეული კმაყოფილების გრძნობის განვითარებას. ზოგადად, სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გამომუშავებას.
მინდა ავღნიშნო ტრენინგის შინაარსობრივი მხარე, რომელიც ძალიან მდიდარი იყო. განხილული იქნა რამდენიმე საგანი ერთობლივად. ესენია: გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ასტრონომია. ამდენი საგნის ერთად კავშირი იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რომ ყველანი აქტიურად ვიყავით ჩართულები მუშაობის პროცესში. განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმა, ბლუმის ტაქსონომია, როჯერ ჰარტის მონაწილეობის კიბე, შეფასების რუბრიკები, დავგეგმეთ გაკვეთილები.
მასწავლებელთა მოტივაციისთვის მოხდა სავარჯიშოების შესრულება ჯგუფებში. თითოეულ ჯგუფს დაევალა გარკვეული ტექსტის გაცნობა, ანალიზი და პეზენტაცია. ასეთი სტილით მუშაობამ გამოგვიმუშავა კვლევის დაგეგმის პრაქტიკული უნარ-ჩვევა. ალბად ჩემს აქტივობებში აუცილებლად დავამატებ პედაგოგიურ კვლევას, რადგან მიმაჩნია, რომ ეს აქტივობა საუკეთესო საშუალებაა პედაგოგის პროფესიული ზრდისთვის.
ტრენინგ პროგრამაში განსახილველ მასალას დრო ძლივს ყოფნიდა. ამიტომ კარგი იქნება თუ ანალოგიურ შემთხვევაში გაიზრდება სატრენინგო დრო და სატრენინგო მასალებში მრავლად იქნება თეორიასთან ერთად პრაქტიკული მაგალითები.
თუმცა ამ ტრენინგის შემდეგ უამრავი ცვლილება დავგეგმე და განვახორციელე ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. საგაკვეთილო პროცესის დროს ვიყენებ როჯერ ჰარტის მონაწილეობის კიბეს, ანუ ვიცი ვინ? სად? და რა დოზით დავასაქმო. ვწერ ყოველდღიური გაკვეთილის გეგმებს და გავდივარ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებზე და ინდიკატორებზე, ანუ დასახულ მიზნებზე.
ტრენერი ყოველი ახალი მასალის ახსნის დროს მაქსიმალურად გვეხმარებოდა გავრკვეულიყავით სიახლეებში და ყველა კითხვას, რომელიც კი დაგვებადებოდა ახალ მასალასთან დაკავშირებით დაუზარელად და ხალისით ამომწურავ პასუხს სცემდა.
ტრენინგი ძალიან საინტერესო და სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
მადლობთ ყურადღებისთვის!
ტრენინგის სახელწოდება: ინტელის სასწავლო კურსი
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჩატარების ადგილი: ქალაქი გურჯაანი II-საჯარო სკოლა
ტრენერი: თამუნა რუაძე
დრო: 23ოქტომბერი-17ნოემბერი
ხანგრძლივობა: 36-საათი
· მიზანი და ამოცანა: ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
· პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
· პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
· პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
· პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
· რეფლექსია სწავლაზე
· ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
რეზიუმე: ტრენინგის განმავლობაში განხილული იქნა რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის რათა პრაქტიკული დახმარება გაეწიათ ახალი მოთხოვნების შესაბამისად წასამართად. განხილული იქნა პროექტებით სწავლება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში ჩვენ შევისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას. კურსის განმავლობაში პასუხი გავეცით მრავალ კითხვას მაგ:
· როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
· როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
· როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
· როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
კურსის განმავლობაში მრავალჯერ მოგვეცა ამ კითხვაზე დაფიქრებისა და პასუხების მოკვლევის საშუალება, მოსწავლეებთან მუშაობის კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას კომპიუტერის გარეშე ვიღებთ. ამდენად, მოცემული კურსი ეყრდნობოდა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, კლასში სასწავლო თემების არჩევისას და პროექტების განხორციელებისას.
ინტელის სასწავლო კურსი შედგებოდა 8-მოდულისგან:
მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
- პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
- სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
- თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
- საპროექტო იდეების გენერირება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
ძირითადი აქტივობები:
- სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
- სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
- შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
- დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
- შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
- პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 3: კავშირები
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ძირითადი აქტივობები:
- უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვეგამოვლენილი საჭიროებების შეფასება
- იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტისშედეგების მიღწევაზე
- საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
- ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
- ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის,თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
- ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეებისგაზიარებისთვის
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი აქტივობები:
- სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზეორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირებისხელშესაწყობად
- მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ანბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
- სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
- მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი აქტივობები:
- უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
- შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციურისირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
- თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
- შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
- თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
- შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტისნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
- პროექტის გეგმის განახლება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
ძირითადი აქტივობები:
- დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
- მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
- მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
- პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
- თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზეორიენტირებული საკლასო გარემო
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები:
- კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარებისხელშესაწყობად
- დამხმარე მასალების შექმნა
- პროექტის გეგმის განახლება
- განხორციელების სტრატეგიების განხილვა
- დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
- საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება
ძირითადი აქტივობები:
- შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
- პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
- ინტელის ძირითადი კურსის შეფასება
ტრენინგის დასაწყისში წარვუდგინე ჯგუფს ჩემი თავი და გავეცანი კურსის მონაწილეებს. ჯგუფის თვითოეულმა წევრმა წარმოვადგინეთ ჩვენთვის სასარგებლო რესურსები როგორც კურსზე მუსაობისას, ასევე, კურსის დასრულების შემდეგ, ახლადთვისებული მასალის პრაქტიკაში გამოყენებისას. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარა მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
ამ კურსის მოდულების გაცნობით მომიწია ჩემს კოლეგებთან თანამშრომლობა. გავაცანი მათ იდეები ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, შევიმუშავებ გაკვეთილებს იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელსაც ვასწავლი.
ტრენინგი ძალიან საინტერესო, სიახლეებით დატვირთული და სახალისო იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
მადლობთ ყურადღებისთვის!
ტრენინგის სახელწოდება: მოდულიI- სამოქალაქო განათლების დანიშნულება და საფუძვლები.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენინგის ჩატარების ადგილი, თარიღი, საათი:11(17,30სთ-20,30სთ)/12(15სთ-21სთ)/13(10სთ-16სთ)/XI/2013 წელი ქ. გურჯაანის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა.
ტრენერი: ნანა ნიკოლაშვილი
მიზანი და ამოცანა: სამოქალაქო განათლების სწავლების თავისებურებების გათვალისწინება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა, ახალი მიდგომების დანერგვა.
რეზიუმე: ტრენინგის დასაწყისში გავეცანით მოდულის მიზანს, რომელიც ლექციური სახით გაგვაცნო ტრენერმა. შევასრულეთ მოცემული დავალებები, მუშაობის ორგანიზების ფორმა უმეტესად იყო ჯგუფური. ტრენინგმა მშვიდ, საქმიან ვითარებაში ჩაიარა. პედაგოგები აქტიურად ვიყავით ჩართულები. ჩვენთვის ბევრი რამ ახალი და საინტერესო იყო, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ,,სამოქალქო საზოგადოების“ როგორც ახალი მცნების ძირეული გააზრება. ამ ტრენინგს ვესწრებოდით სხვადასხვა საგნის პედაგოგები. თვითეული პედაგოგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამოქალაქო განათლების მოდულ- პროგრამას უნდა გაეცნოს ყველა პედაგოგი განსაკუთრებით კლასის დამრიგებლები, რადგან სადამრიგებლო პროგამის სტანდარტით მოცემული საკითხები და სამოქალაქო განათლების ძირითადი თემები იდენტურია, გარდა ამისა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ისეთი კანონების გაცნობა როგორიცაა: ,,ეროვნული სასწავლო გეგმა“, ,,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“, ,,კონსტიტუცია“, ,,საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“, ,,ზოგადი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო“ და ძირითადი კონცეფციები( დიმიტრი უზნაზე, ჯონ დიუი). მე ვთვლი რომ აღნიშნული აქტივობები წარმატებით მიმდინარეობდა, პედაგოგები ინტერესით ვისმენდნენ და ვაკეთებდით სხვადასხვა აქტივობებს. დიდი მოწონება დაიმსახურა თვითონ მოდულ პროგრამამ და იქვე ტრენინგის დროს ღიად ვახმოვანებდით თუ სად (რომელ კლასში, რომელ გაკვეთილზე) და როგორ რა დოზით გამოვიყენეთ ტრენინგზე შესწავლილ მასალას.
სესიიდან სესიაზე გადასვლა თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობდა. აქტიურად ვიყენებდით შესვენების დროასაც და აქტიურად ვმსჯელობდით სატრენინგო მასალების ირგვლივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მომენტი რომ თვითეული მონაწილე დიდი ინტერესით ვკითხულობდით საშინაო დავალების სავარჯიშოებს, ტრენერი გულდასმით გვისმენდა ყველას და აკეთებდა განმავითარებელ შეფასებას. 1-მოდულის მოსმენით პედაგოგები ძალიან კმაყოფილები დავრჩით, რადგან ბევრი საინტერესო და ახალი ვისწავლეთ, რომელსაც მე პირადად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
მადლობთ ყურადღებისთვის!
ტრენინგის სახელწოდება: მოდული III. სამოქალაქო განათლების ძირითადი მეთოდები და რესურსები.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენინგის ჩატარების ადგილი, თარიღი, საათი: 18 (13სთ–17,30სთ);
24 (14,30სთ–17,30სთ); 25 (13სთ–17,30სთ) ;30 (10სთ -16 სთ)/XI/2013 წელი.
ქ. გურჯაანის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა.
ტრენერი: ნანა ნიკოლაშვილი.
მიზანი და ამოცანა:სამოქალაქო განათლების სწავლების თავისებურებების გათვალისწინება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა, ახალი მიდგომების დანერგვა.
რეზიუმე: ტრენინგის მონაწილეები გავეცანით მოდულის მიზანს, შევასრულეთ მოცემული დავალებები, განსაკუთრებით მომეწონა პროექტ-გაკვეთილის დაგეგმვა რომელზე მუშაობაც განსაკუთრებულ ინტერეს იწვევდა. პედაგოგების სურვილით ტრენერმა განსაკუთრებით მეტი დრო დაუთმო ამ საკითხს, გამოვიყენეთ სხვადასხვა აქტივობები და მეთოდები საკითხის უკეთ გასაგებად, ასევე საშინაო დავალების დროის გათვალისწინებით მოგვცა მსმენელებს ინდივიდუალური დავალება და ჯგუფის წევრები ვაკეთებდით საშინაო დავალების წაკითხული ნაწილის უკუავშირს, თუ მიდიოდა უზუსტობა აუცილებლად ტრენერი გვაძლევდა სწორ მიმართულებას აქტივობის შეჯამების დროს. პროექტის წერის დროს განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა ბიუჯეტის შედგენა. ასევე სიახლე აღმოჩნდა საქმიანობების ცხრილში მონიტორინგის გრაფა, გასაგები გახდა რომ მონიტორინგი პროცესია რომელიც მთელი იმ დროის განმავლობაში ხორციელდება რა დროშიცაა გაწერილი პროექტი, ან პროექტ-გაკვეთილი. მოდულის ჩატარების მესამე და მეოთხე დღეს თითქმის ყველამ წარმოვადგინეთ პროექტი. ასევე ძალიან მომეწონა ტრენინგის დროს შესწავლილი ენერჯაიზერები რომლებსაც გამოვიყენებ კლასის მართვის გასაუმჯობესებლად. ტრენინგმა მშვიდ, საქმიან ვითარებაში ჩაიარა. მსმენელები აქტიურად ვიყავით ჩართულები. ჩემთვის ბევრი რამ ახალი და საინტერესო იყო. ამ სიახლეებს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
მადლობთ ყურადღებისთვის!
ტრენგის სახელწოდება: მოდულიIV მოსწავლეთა შეფასება სამოქალაქო განათლებაში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენინგის ჩატარების ადგილი, თარიღი, საათი: 1 (10თ–16სთ);2 (13,30სთ–17სთ); 3 (13,30სთ–17სთ);4 (13,30სთ–17სთ); 5 (13,30სთ–17სთ);XI/2013 წელი
ქ. გურჯაანის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა.
ტრენერი: ნანა ნიკოლაშვილი
მიზანი და ამოცანა: ამოცანა:სამოქალაქო განათლების სწავლების თავისებურებების გათვალისწინება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა, ახალი მიდგომების დანერგვა.
რეზიუმე: ტრენინგის დაწყების წინ ტრენერმა პედაგოგებს სამუშაო მასალა მოგვაწოდა . ტრენინგი ტექნიკურადაც უზრუნველყოფილი იყო. მსმენელები გავეცანით მოდულის მიზანს, შევასრულეთ მოცემული დავალებები. ტრენინგ პროგრამის ეს მოდული განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ამ მოდულში გავეცანით შეფასების ტიპებს, ასევე შეფასების ფორმებს. განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა განმავითარებელი შეფასების ისეთმა ფორმამ როგორიცაა უკუკავშირი, ასევე დაკვირვების დღიურმა, რადგან შეფასების ეს ფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ტრენინგის მსვლელობის დროს ასევე მომეწონა შეფასების სქემების და რუბრიკების შედგენა. ტრენინგზე შექმნილ სქემებს აუცილებლად გამოვიყენებ საჭირო და შესაბამის სიტუაციაში. აღნიშნული სქემებით მოსწავლეთა შეფასება განსაკუთრებით გააიოლებს მასწავლებლის მიერ განმსაზღველი შეფასების პროცესს. ტრენინგის მონაწილეებმა ასევე ვიმსჯელეთ თუ გაკვეთილის ჩატარების რომელ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება შეფასების ტიპის და სქემის გამოყენება და მივედით დასკვნამდე რომ განსაკუთრებით ეფექტური იქნება შეფასების რუბრიკების გაცნობა გაკვეთილის დასაწყისში. ასეთ შემთხვევაში დაცული იქნება როგორც სანდოობის და გამჭვირვალობის კრიტერიუმები, ასევე გაკვეთილის დასაწყისში შეფასების რუბრიკა აამაღლებს გაკვეთილზე მოსწავლეთა მოტივაციას.
ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აბრაჰამ მასლოუს ადამიანის მოთხოვნილებათა პირამიდის თვითეული საფეხურის გათვალისწინება. განსაკუთრებით კი ისეთი საფეხურების როგორიცაა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, უსაფრთხოების და დაცულობის. რომელთა არ არსებობის შემთხვევაში მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა რომ მოსწავლის შეფასების დროს გაითვალისწინოს არსებული პრობლემა. ასევე განვიხილეთ განმსაღვრელი შეფასების ისეთი კრიტერიუმები როგორებიცაა: ობიექტურობა, ვალიდურობა, სანდოობა, გამჭვირვალობა. ტრენინგ პროგრამის ეს მოდული განსაკუთრებით საჭიროა და მასში აღსწერილი თვითოეული პუნქტი უნდა გავითვალისწინოთ სასწავლო პროცესის დროს. ასევე საინტერესო აღმოჩნდა უამრავი სახალისო სავარჯიშო რომელსაც ჯგუფის წევრები დიდი ხალისითა და ინტერესით ვასრულებდით. ტრენინგმა მშვიდ, საქმიან ვითარებაში ჩაიარა. პედაგოგები აქტიურად ვიყავით ჩართულები. ჩემთვის ბევრი რამ ახალი და საინტერესო იყო, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში
დიდი მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნუ ცენტრს.
მადლობთ ყურადღებისთვის!.
ტრენინგის დასახელება: გრძელვადიანი სასწავლო
კურსი სამოქალაქო განათლებაში:
მოდული II: სამოქალაქო
განათლების მიმართულებები და კომპონენტები.
ტრენერის სახელი
და გვარი:
ნანა ნიკოლაშვილი
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენინგის ჩატარების
ადგილი, თარიღი, საათი 10/III/( 12 სთ-დან 15 სთ-მდე
); 11/III/(12 სთ-დან 16 სთ-მდე); 13/III/
(12 სთ-დან 16სთ-მდე); 14/III/(12 სთ-დან 16სთ-მდე); 18/III(12 სთ-დან 16სთ-მდე)./ 20/III/(12 სთ-დან 16სთ-მდე); 21/III/(12 სთ-დან 15სთ-მდე); 25/III/(12 სთ-დან 15სთ-მდე); 26/III/(12 სთ-დან 15სთ-მდე); 27/III/ (12 სთ-დან 16სთ-მდე).
ქ. გურჯაანის სოფელ
ახაშენი საჯარო სკოლა.
ტრენინგის მოკლე
აღწერა: ტრენინგი
ჩატარდა 10/11/13/14/18/20/21/25/26/27
მარტის
ჩათვლით ქ.გურჯაანის სოფელ
ახაშნის საჯარო სკოლაში
ტრენინგი განკუთვნილი იყო სამოქალაქო
განათლების პედაგოგებისთვის და კლასის დამრიგებლებისათვის ტრენინგ
პროგრამა შინაარსობლივად თანხვედრაშია
სადამრიგებლო პროგრამასთან.
რეზიუმე:
ტრენინგის
დაწყების წინ მსმენელებს სამუშაო
მასალა მოგვაწოდა
ტრენერმა. ტრენინგი ტექნიკურადაც
უზრუნველყოფილი იყო.
გავეცანით მოდულის
მიზანს, შევასრულეთ
მოცემული დავალებები, განსაკუთრებით მომეწონა
სამოქალქო და სოციალური
კომპეტენციების ჩარჩო და სიტუაციური
ამოცანები. მოდულის მსვლელობის
დროს მსენელებმა შევადგინეთ
და წარმოვადგინეთ პროექტები,
რომელიც თვითეულმა ინდივიდუალურად დავწერეთ.
ასევე ძალიან მომეწონა
ტრენინგის დროს შესწავლილი
ენერჯაიზერები, რომლებთან მიმართებაშიც
გამოვთქვი საკუთარი მოსაზრება, მას გამოვიყენებ კლასის
მართვის გასაუმჯობესებლად. მოგეხსენებათ რომ ტრენინგი შერეული
ჯგუფისთვის ტარდებოდა ამიტომ
აღნიშნული აქტივობების და სავრჯიშოების მორგებას შესანიშნავად ართმევდა თავს ტრენერი. ტრენინგის დაწყების წინ შევიმუშავეთ
ქცევის წესები, ასევე გავეცანით
სესიების თანმიმდევრობას და ტრენინგის
შეფასების სქემას. პირველ
დღეს ვიმუშავეთ ზგემ-ზე.
ზოგადი განათლების ეროვნული
მიზნების მიხედვით პედაგოგებმა
ჯგუფებში შევადგინეთ მოსწავლის
პორტრეტი. შემდეგ დღეს გავაგრძელეთ მუშაობა
და გავაკეთეთ სამოქალქო
განათლების ხე ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით,
ასევე გავაკეთეთ შესრულებული
სამუშაოს პრეზენტაცია. შემდეგ
გავარჩიეთ სიტუაციური ამოცანა და შევავსეთ სქემა პიროვნებიდან მოქალაქემდე.
რის შემდეგაც დავამუშავეთ სამოქალაქო
და სოციალური კომპეტენციები. ასევე ვისაუბრეთ ადამიანის
უფლებებზე და მმართველობაზე. ტრენინგის
დასასრულს შევაჯამეთ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა. ვისაუბრეთ
თუ როგორ, სად და რა ფორმით შეგვიძლია
გამოვიყენოთ შესწავლილი ინფორმაცია.
დავწერეთ ტრენინგის ანგარიში,
განხორციელებული აქტივობების მიხედვით. ტრენინგმა მშვიდ,
საქმიან ვითარებაში
ჩაიარა. ჩემთვის ბევრი
რამ ახალი
და საინტერესო
იყო.
მადლობთ ყურადღებისთვის!
ტრენერის სახელი და
გვარი: ნანა
ნიკოლაშვილი
ტრენინგის
ჩატარების ადგილი,
თარიღი, საათი
22 მარტი(12 სთ-დან 16 სთ-მდე) 23 მარტი (10 სთ-დან 14 სთ-მდე)
2014 წელი.
ქ. გურჯაანის
N-1 საჯარო სკოლა.
ტრენინგის
მოკლე აღწერა:
ტრენინგი ჩატარდა ქალაქ გურჯაანის
N-1 საჯარო სკოლაში
22 და 23 მარტს შაბათ და კვირა დღეს და ჯამურად მოიცავდა
8 საკონტაქტო საათს
ტრენინგის დასახელება: მოქალქეობის
სწავლება დოკუმენტური ფილმების
დახმარებით:
ტრენინგის დაწყების წინ მსმენელების
სამუშაო
მასალა ორი სახელმძღვანელო მათ შორის ,,სწავლება
დოკუმენტური ფილმების დახმარებით“ და ,,გავიგოთ მეტი ადამიანის უფლებებზე“
ასევე სამი DVD დისკი და სხვა საჭირო
მასალა მოგვაწოდა ტრენერმა. ტრენინგი
ტექნიკურადაც
უზრუნველყოფილი
იყო.
გავეცანით მოდულის
მიზანს, მსმენელებს ტრენერმა
მოგვაწოდა ინფორმაცია რომ დატრენიგებულ მასწავლებლებთან განხორციელედება მონიტორინგი.
დავწერეთ ტრენინგის
მოლოდინები. შევავსეთ ტრენინგის
პრე ტესტები. ასევე გავეცანით ჩეხური
არაკომერციული ორგანიზაციის ,,ადამიანი
გაჭირვებაში“ ორგანიზაციის შესახებ
ინფორმაციას, ასევე გავიგეთ
ერთი მსოფლიო სკოლებში
პროგრამის შესახებ. ტრენერმა მოგვაწოდა ინფორმაცია
ფილმების ფესტივალის შესახებ.
ამის შემდეგ ვნახეთ მწვანე
სკოლის გამოცდილება და მცირე დისკუსიის
შემდეგ, გვაჩვენა ფილმი სახელწოდებით შემგროვებელი
ბრეთფორდის ქუჩიდან ფილმის
ნახვის შემდეგ პედაგოგებმა გავაკეთეთ ნანახი
ფილმის ანალიზი. გამოვხატეთ
შდაბეჭდილებები ერთი სიტყვით, გავაკეთეთ
სავარჯიშო ,, ცრურწმენების მოზაიკა“, ამის შემდეგ ჩამოვწერეთ
სხვადასხვა ფორმის სპეციალური
საჭიროების მქონე პირებისათვის
დამახასიათებელი შეზღუდვის სახელწოდებები, და შემდეგ გავაკეთეთ
სავარჯიშო ,,სხვის ტყავში“,
ამის შემდეგ გავაკეთეთ
ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობების
შეჯამება. შემდეგ ვნახეთ
სოციალური რეკლამები და აქვე გავაკეთეთ
შეჯამება რომ სოციალური
რეკლამები შეიძლება ვნახოთ
როგორც ცალკე გამოვიყენოთ
გამოწვევად ასევე შეიძლება
ისინი ვაჩვენოთ ფილმთან
ერთადაც. ამის შემდეგ
3-2-1-ის მეთოდით შევაჯამეთ
დღის მუშაობა.
მეორე დღეს ვნახეთ ფილმი
,,ადამიანი რომელიც ხეებს რგავდა“
ფილმის ნახვის შემდეგ
მოხდა ასახვა ერთი სიტყვით, ამის შემდეგ სოკრატული
მეთოდით გავიხსენეთ გაკვეთილის
სამ ფაზიანი მოდელი
და შემდეგ დავგეგმეთ
თოვლის გუნდის მეთოდით
გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი. ამ
აქტივობების შეჯამების შემდეგ
პედაგოგებმა ვნახეთ ფილმები ბავშვთა
უფლებების შესახებ სულ ექვსი ფილმი.
ფილმების ნახვის შემდეგ ისევ მოხდა ასახვა
ერთი სიტყვით ხოლო ამის შემდეგ
გავაკეთეთ სავარჯიშო გორგალი
ამ სავარჯიშოს დასრულების
შემდეგ იქვე დავეწერთ
ტრენინგის ანგარიში და მოვახდინეთ ტრენინგის
შეფასება. ბოლოს 3-2-1-ის
მეთოდით შევაჯამეთ ტრენიგი
და დასასრულს შეავსეთ
პოსტ ტესტები. შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს და გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
დიდი მადლობა ქალბატონ ნანას ასეთი არაჩვეულებრივი ტრენინგისთვის.
ტრენინგის
დასახელება: ,,სსსმ მოსწავლის
ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“.
ტრენინგის
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ტრენერის
სახელი და გვარი: თამარ
კბილცეცხლაშვილი, ეკა ბერბიჭაშვილი.
ტრენინგის
ჩატარების ადგილი: გურჯაანის
რაიონი, სოფ.ახაშნის საჯარო სკოლა.
ტრენინგის
ხანგრძლივობა: 5 დღე.
(11.06.2014-16.06.2014) 21-საათი.
ტრენინგის
მიზანი და ამოცანები
1. გააცნოს მონაწილეებს ინკლუზიური
განათლების არსი; განათლების ფორმები სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე მოსწავლეებითვის (განათლება სპეციალური პროფილის მქონე
სკოლაში, ინტეგრირებულ კლასში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში), იურიდიულ
დოკუმენტები, რომლებიც არეგულირებს საქართველოში სსსმ მოსწავლის განათლებას,
სკოლის და პედაგოგის როლს სსსმ მოსწავლის განათლებაში.
2. გააცნოს მონაწილეებს ინფორმაცია განვითარების იმ
დარღვევების შესახებ, რომელსაც ყველაზე ხშირად ვხვდებით სკოლებში. ეს დარღვევებია: გონებრივი
ჩამორჩენილობა, დასწავლის უნარის დაქვეითება ( დისლექსია), აუტიზმი, ბავშვთა
ცერებრალური დამბლა, ყურდღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ეპილეფსია,
ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი, ქრომოსომული დარღვევები, ნაყოფის ალკოჰოლური
სინდრომი.
3. გააცნოს მონაწილეებს პრობლემური
ქცევის მართვის სტრატეგიები.
4. გააცნოს მონაწილეებს პედაგოგიური
შეფასების არსი, შეფასების სფეროები, ხერხები და შეფასებაში მონაწილე მხარეების
როლი.
5. დაეხმაროს მონაწილეებს დაეუფლონ
ცოდნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის,- ეროვნული სასწავლო გეგმის
ადაპტაციის სახეების შესახებ, განასაზღვრინოს მონაწილე პირების როლი ისგ-ს
განხორციელებასა და მონიტორინგში.
6. მისცეს მონაწილეებს თეორიული ცოდნა
სწავლების ეფექტური სტრატეგიების შესახებ და გააცნოს ამ სტრატეგიების
პრაქტიკაში მორგება/გამოყენების ხერხები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე.
რეზიუმე:
პირველ
დღეს ტრენერმა
წარმოგვიდგინა ჩასატარებელი პროგრამის პრეზენტაცია. ისაუბრა ინკლუზიური განათლების
შესახებ, აღნიშნა, თუ როგორია იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც არეგულირებს
საქართველოში სსსმ მოსწავლის განათლებას, სკოლის და პედაგოგის როლს სსსმ მოსწავლის
განათლებაში. გავაკეთეთ ფსიქოლოგიური სავარჯიშოები შემეცნებითი უნარის
გამოსავლენად.
მეორე დღეს ვიმუშავეთ სსსმ მოსწავლეთა
პედაგოგიური შეფასებისა და ინდივიდუალური გეგმის შედგენის შესახებ. შეფასება
მოსწავლის საჭიროებებისა და პროგრესის მაჩვენებელია. იგი ეროვნული სასწავლო გეგმის
მიზნების შესრულებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შეფასების შედეგები
მოსწავლის ისგ-ის სპეციალურ ნაწილში იწერება. სწორედ იგი ეხმარება ისგ-ზე მომუშავე
ჯგუფს განსაზღვროს მოსწავლის შესაძლებლობები და
საჭიროებები.
პედაგოგიური შეფასება გვეხმარება მივიღოთ ობიექტური ინფორმაცია მოსწავლის
ასაკობრივი განვითარების შესახებ შემდეგ სფეროებში: აკადემიური,შემეცნებითი,
კომუნიკაციური, მოტორული, ფუნქციური, ქცევითი, ემოციურ-ნებელობითი, სოციალური.
სასწავლო პროცესი უნდა დაიგეგმოს და წარიმართოს ეროვნული სასწავლო გეგმის
მოთხოვნების შესაბამისად. ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტული
მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები, საჭიროებები, ინტერესები. ყოველივე ეს
უნდა აისახოს ისგ-ში. მოსწავლის ისგ-ს მიზნების განხორცილებაზე საგნის
მასწავლებელმა მუშაობა უნდა წარმართოს მშობელთან და საჭიროებისდა მიხედვით, სხვა
სპეციალისტებთან (სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და
ა.შ.) ერთად. წლის მანძილზე თვალსაჩინო გახდეს მოსწავლის
განვითარების დინამიკა (მისი მიღწევები, წარმატებები, სირთულეები, პრობლემები)
თითოეულ საგანში. სამუშაო დღის მეორე ნახევარში მონაწილე მასწავლებლები დავიყავით
ჯგუფებად და დავგეგმეთ გაკვეთილი ისგ-ს მიხედვით, წარმოვაჩინეთ გრძელვადიანი და
მოკლევადიანი მიზნები. გავაკეთეთ პრეზენტაციები.
მესამე
დღეს ვისაუბრეთ
სსსმ მოსწავლის განვითარების დარღვევებზე: აუტიზმის, ეპილეფსიის,ჟილ დე ლა ტურეტის
სინდრომის, ყურადღების
დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის, ცერებრული დამბლის, გონებრივი
ჩამორჩენილობის, კითხვის უნარის დაქვეითების, ვილიამსის სინდრომის, ალკოჰოლური
სინდრომის, პრობლემური ქცევის შესახებ. ასევე გონებრივი ჩამორჩენილობის
გამომწვევ მიზეზებზე. განვიხილეთგანვითარების დარღვევების ძირითადი მახასიათებლები
და ამ დარღვევების შემთხვევაში ეფექტური სწავლების სტრატეგიები. ტრენერმა მონაწილეებს
გაგვაცნო პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიები.
მეოთხე
დღეს ვიმუშავეთ სწავლების
სტრატეგიებსა და მათ ადაპტირებაზე სსსმ მოსწავლეებისთვის; სწავლების
ერთ-ერთი სტრატეგიაა მულტისენსორული მეთოდი: სწავლება ხდება სხვადასხვა სენსორული
არხების გამოყენებით
1.
ვიზუალური
ანუ მხედველობითი;
2.
აკუსტიკური
ანუ სმენითი;
3.
ტაქტილური
ანუ შეხებითი;
4.
სუნი;
5.
გემო.
მულტიმოდალური
მიდგომა ეფექტურია, როდესაც ერთი სენსორული მოდალობა უფრო სუსტად არის
განვითარებული, ვიდრე დანარჩენები. უფრო ძლიერი მოდალობის გამოყენება ხდება უფრო
სუსტის საკომპენსაციოდ.ინფომაციის მიწოდება გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის ხდება
მრავალფეროვანი გზით, რათა ჩართული იყოს ყველა სენსორული არხი. სწავლება
მულტიმოდალური მიდგომით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მხრიდან
მასალის უკეთ აღქმა_ გაგებისათვის. სახალისოს ქმნის
გაკვეთილის მსვლელობას და ზრდის მოსწავლის ინტერესს,
ჩართულობას. ეხმარება პედაგოგს დასახული მიზნის სწრაფად და
ეფექტურად მიღწევაში. საინტერესო სტრატეგიაა კეთებით სწავლება. მოსწავლეებს
უნდა დავეხმაროთ ცოდნის გამოყენებაში. განათლების უმთავრესი მიზანია
მოსწავლეების მომზადება მომავალი, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. მოსწავლეები უნდა
აღვჭურვოთ იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც დაეხმარება მათ სრულფასოვან
ფუნქციონირებაში მთელი ცხოვრების მანძილზე.
მეხუთე
დღეს გავიარეთ
ტესტირება ამ 4 დღის მანძილზე მიღებული ცოდნის შესამოწმებლად.
ეს ტრენინგი ჩემთვის მეტად
მნიშვნელოვანი იყო. ძალიან ბევრი რამ გავიგე და შევისწავლე ინკლუზიური განათლების
შესახებ; გავეცანი განათლების ფორმებს სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე მოსწავლეებითვის, იურიდიულ დოკუმენტებს, რომლებიც არეგულირებს
საქართველოში სსსმ მოსწავლის განათლებას, სკოლის და პედაგოგის როლს სსსმ მოსწავლის
განათლებაში.
მივიღე
ინფორმაცია მოსწავლეთა განვითარების დარღვევების ძირითადი
მახასიათებლების და ამ დარღვევების შემთხვევაში ეფექტური სწავლების სტრატეგიების
შესახებ. გავეცანიპრობლემური ქცევის მართვის სხვადასხვა ეფექტურ სტრატეგიას.
ასევე გავეცანით პედაგოგიური შეფასების მნიშვნელობას, ინფორმაციას შეფასების
სფეროების და ხერხების შესახებ, გავაცნობიერე საკუთარი როლი პედაგოგიური შეფასების
პროცესში. ვიცნობ ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციის სახეებს, შემიძლია
განვსაზღვრო, რა შემთხვევაში რომელი ადაპტაციის სახის გამოყენება იქნება საჭირო,
ვაცნობიერებ საკუთარ როლს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის, განხორციელების
და მონიტორინგის პროცესში. შემიძლია დავგეგმო ადაპტირებული გაკვეთილები განხილული
სტრატეგიების გამოყენებით, ასევე დავგეგმო გაკვეთილი, სადაც როგორც მთელი
კლასი, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არის
მაქსიმალურად ჩართული.
ჩემს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს. ჩვენს
სკოლაში სწავლობენ სსსმ მოსწავლეები და ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ყველა პედაგოგმა
იცოდეს მათთან განსაკუთრებული მიდგომები და სწავლა-აღზრდის მეთოდები.
დიდი
მადლობა ყურადღებისთვის!
Комментариев нет:
Отправить комментарий