ერთად დავიცვათ გარემო
IV-კლასის მოსწავლეები.
III-კლასი (ჩიტის ბუდე)
თემა: როგორ ავაშენოთ ჩიტის ბუდე?
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა მასალის გამოყენებით ბუდის საკუთარი ხელით გაკეთება.
IV-კლასი
თემა: რატომ არ სცივათ ცხოველებს?
მიზანი: მოსწავლე იკვლევს ბუნებრივი თბოიზოლატორების მნიშვნელობას ორგანიზმებისთვის.
მიზანი: მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ატარებენ მარტივ ცდებს სხვადასხვა თბოიზოლატორი მასალებისგან დამზადებული ტანსაცმლის თვისებებზე, აკეთებენ დასკვნებს და მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილის სახით
V-კლასი
ერთ დღეს V-კლასელებმა აქცია მომიწყეს. მოკლედ, გაკვეთილად გვქონდა ჩრდილი და ბავშვებს შევპირდი, რომ ხვალ ეზოში ჩაგიყვანთ და ჩრდილებს დაგახატინებთ მეთქი. მეორე დღეს სამწუხაროდ ღრუბლიანი ამინდი იყო და ვერ შევასრულე პირობა. იმ დღისით ძალიან მოწყენილები ისხდნენ. შემდეგ გაკვეთილზე რომ შევედი კლასში ბავშვები ლოზუნგებით დამხვდნენ: ,,არ გვცივა", ,,ჩაგვიყვანეთ". მიუხედავად იმისა,რომ წინა დღეს ძლიერი ქარი იყო და ციოდა, ვერაფერი ვეღარ ვთქვი და ჩავედით ეზოში. ნეტა გენახათ რა ბედნიერები იყვნენ.
მიზანი: როგორ ვრცელდება სინათლის სხივი, აქვს თუ არა შემოვლის უნარი, რა წარმოიქმნება როდესაც იგი გაუმჭვირვალე სხეულს ხვდება.



























Комментариев нет:
Отправить комментарий