გააცინე და დასაჩუქრდი
ერთ მშვენიერ დღს , როდესაც კლასში შევედი, ბავშვები სხვადასხვა მსახიობების პაროდიებს ასრულებდნენ. მეც გავჩერდი და ვუსმენდი მათ.ძალიან მომეწონა მათი არტისტული გამოსვლები და უცბად ერთ-ერთ ბავშვს თავისდაუნებურად წამოსცდა: -მასწავლებელო, გააცინე და მოიგე გვინდა ჩავატაროთ და იქნებ დაგვეხმაროთ, თანაც დღესვეო. მე რათქმაუნდა დავეთანხმე ბავშვებს, მაგრამ იმ დღისით ვერანაირად ვერ მოვახერხეთ. მეორე დღეს მოვიწვიეთ სტუმრები. ასე უცებ და მოულოდნელად ჩავატარეთ ეს ღონისძიება. მართალია ხარვეზები ბევრი იყო, რადგან სათანადოდ მომზადებულები არ ვიყავით, მაგრამ, რაც მთავარია ბავშვებმაც და სტუმრებმაც ძალიან იხალისეს. გამარჯვებულებს კი სკოლის დირექტორმა საჩუქრად გადასცათ წიგნები.
ფრაგმენტი ჩვენი ღონისძიებიდან
Комментариев нет:
Отправить комментарий