ახაშნის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,მწვანე სიცოცხლე“
ეკოკლუბის სახელწოდება:
,,მწვანე სიცოცხლე“
სლოგანი:
,,შენი მომავალი შენს ხელშია“
ეკოკლუბის ხელმძღვანელი:
ნანა სააკაშვილი
კლუბის წევრთა
რაოდენობა: 15 მოსწავლე
კლუბის მუშაობის
ხანგრძლივობა: შეხვედრა გაიმართება თვეში ერთხელ. მუშაობის ხანგრძლივობა
1-საათი.
პრობლემა:
დღეისათვის ადამიანის საციცოცხლო გარემო მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში,
მწვავე ეკოლოგიურ კრიზისს განიცდის. ამასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის
ჯანმრთელობის დარღვევები გარემოს მრავალი ფაქტორის ზემოქმედებით შეიძლება იყოს გამოწვეული.
ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს მოსალოდნელი
საშიშროება, თავადვე იზრუნოს და ხელი შეუწყოს ამ საშიშროების თავიდან აცილებას.
მიზნები:
1. მოძიება - არსებული ეკოლოგიური პრობლემების აღმოჩენა.
2. კვლევა - არსებული პრობლემების ანალიზის და გადაჭრის
მეცნიერული გზების გამოყენება.
3. რეაგირება - კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პრობლემების
გადაჭრა ადგილობრივი მოსახლეობისა და პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით.
4. განათლება - კლუბის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის
ცნობიერების ამაღლება კონკრეტული ეკოლოგიური მიმართულებით.
ეკოკლუბის ხედვა: ეკოკლუბის თითოეული
წევრი გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას გარემოზე ზემოქმედების დროს. უყვარს, აფასებს
და უფრთხილდება გარემოს სადაც ცხოვრობს და
ზრდის მომავალ თაობას. არჩეულ გარემოსდაცვით თემასთან მიმართებაში აწარმოებს
კვლევით და საგანმანათლებლო კამპანიას.
ეკოკლუბის შექმნის
თარიღი: 20.09.2015წ.
დირექტორის ხელმოწერა : ნონა კობიაშვილი-ლიპარტაშვილი
/ /
Комментариев нет:
Отправить комментарий