თემა:
მოვუაროთ ყვავილებს
დისციპლინა: ბუნება
სწავლების საფეხური
- I.
მიზნები და შედეგები:
მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ მცენარეებს ზრდა-განვითარებისთვის
გარკვეული პირობები სჭირდება; შეძლონ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა იმის შესახებ,
თუ როგორ მოუარონ მცენარეებს; გამოუმუშავდეთ მცენარეებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება.
მოსწავლეს
შეუძლია ამოიცნოს და ისაუბროს ყვავილის სხვადასხვა სახეობებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე
არსებითი ნიშნების მიხედვით;
მოსწავლეს
შეუძლია მცენარეებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამოხატვა.
რესურსები:
სახელმძღვანელო, სხვადასხვა ყვავილი, თაბახის ფურცლები, მაკრატელი,წებო, ფერადი ფანქრები
ან ფლომასტერები, ფერადი ქაღალდები, ღრმა თეფში, წყალი, ბუკი.
აქტივობათა თანმიმდევრობა:
1. ჯგუფში არსებული ყვავილების ამოცნობა - 2წთ.
2. ბუკთან მუშაობა - 7წთ. (სავარჯიშო).
3. საუბარი-როგორ მოვუაროთ ყვავილებს - 2წთ.
4. მუშაობა სახელმძღვანელოზე - 10წთ.
5. პრეზენტაცია - 5წთ.
6. ექსპერიმენტი - როგორ იშლება ყვავილები - 6წთ.
7.
გაკვეთილის შეჯამება - 2წთ.
შეფასება:
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის მიხედვით ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.
ექსპერიმენტი: როგორ იშლება ყვავილები.





Комментариев нет:
Отправить комментарий